ვატო შაქარიშვილი - მეორე ტურისთვის აქტიურ მუშაობას და კომუნიკაციას ვაგრძელებთ
ვატო შაქარიშვილი - მეორე ტურისთვის აქტიურ მუშაობას და კომუნიკაციას ვაგრძელებთ

პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით შეხვედრები გრძელდება. როგორც ჟურნალისტებს საკრებულოს უმრავლესობის წევრმა ვატო შაქარიშვილმა განუცხადა, აქტიური მუშაობა და კომუნიკაცია გრძელდება.

„არჩევნების მეორე ტურისთვის მზადებაში ჩართული ვიყავით, ვართ და ვაგრძელებთ აქტიურ მუშაობას, აქტიურ კომუნიკაციას. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას გამოარჩევს ის, რომ ჩვენ ვუსმენთ ხალხს, ვუსმენთ მათ პრობლემებს, ვუსმენთ მათ მოსაზრებებს და არასოდეს მივდივართ საზოგადოების წინააღმდეგ, რაც არაერთხელ დაგვიდასტურებია.

კამპანია გრძელდება, მეორე ტურია. ბოროტებაზე, ძალადობაზე პირველ ტურში გავიმარჯვეთ თუ მეორე ტურში ჩვენ აუცილებლად დავამარცხებთ ბოროტებას, არ დავუშვებთ, რომ ეს ძალადობრივი რეჟიმი საქართველოსი დაბრუნდეს, რადგან „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი მონაპოვარი არის თავისუფლება. ჩვენი ვალდებულებაა საზოგადოების წინაშე, ვისთან ერთადაც ეს ღირებულება და ეს დიდი მონაპოვარი მოვიპოვეთ, მისი განვითარება, მისი შენარჩუნება და ჩვენ ქართველ ხალხთან ერთად ამას აუცილებლად დავიცავთ“, – განუცხადა ვატო შაქარიშვილმა ჟურნალისტებს.