#ტაიმაუტი | ვატო ნაცვლიშვილს იმედი აქვს, რომ ფინეთს დავამრცხებთ და ჯგუფში პირველ ადგილს დავიკავებთ
#ტაიმაუტი | ვატო ნაცვლიშვილს იმედი აქვს, რომ ფინეთს დავამრცხებთ და ჯგუფში პირველ ადგილს დავიკავებთ

საკალათბურთოს „ტაიმაუტს“ საქართველოს ნაკრების ყოფილი წევრი ვატო ნაცვლიშვილი სტუმრობდა. ვეტერანამა კალათბურთელმა ჩვენი ნაკრების ბოლო შეხვედრა შეაფასა, რომელიც სერბეთის დამაჯარებელი გამარჯვებით დასრულდა – 92:66.

ვატო ნაცვლიშვილმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ჩვენმა ნაკრებმა სერიოზული დანაკლისით ითამაშა, სერბეთს კი დიდი მოტივაცია ჰქონდა:

„სერბეთის ნაკრებს გაცილებით მეტი მოტივაცია ჰქონდა. მათ შარშანდელი მარცხის გამო რევანში აიღეს, ჩვენ ძალიან ცივი შხაპი მივაღებინეთ ბელგრადში. მაშინ კოკოშკოვი საქართველოს წინააღმდეგ პირველ მატჩს ატარებდა და იმ თამაშს დიდი დატვირთვა ჰქონდა, რომელიც საბედნიეროდ, ჩვენი გამარჯვებით დასრულდა. სერბეთი დაგეშილი ჩამოვიდა. მაქსიმალურად ეცადნენ, რომ თამაში გამოსვლოდათ და გამოუვიდათ კიდეც.

სერბეთის მეექვსე ადგილზეა მსოფლიო რეიტინგში. ჩვენი გუნდი კი ძირითადად დაკომპლექტებული იყო სუპერლიგის მოთამაშეებით. თუმცა, ჩვენს ნაკრებს შეუძლია გრანდებსაც კბილი მოუსინჯოს და ის თამაში წამოვიღოთ. როცა შეგვიძლია, რომ სერბეთს გასვლაზე მოვუგოთ, რატომ არ უნდა მოვუგოთ სახლში?“.

ვატო ნაცვლიშვილმა დრევანდელ შეხვედრაზეც ისაუბრა, რომელშიც ჩვენი ეროვნული გუნდი ფინეთს დაუპირისპირდება.

„ფინეთისა და საქართველოს ნაკრებები ემოციისგან დაცლილები არიან. ამ თამაშს ჩვენთვის უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე ფინეთისთვის, რადგან ქვეჯგუფში პირველ ადგილზე გავდივართ და მნიშვნელოვანია, რომ გავდივართ არა მასპინძლის სტატუსით, არამედ ბრძოლით. ჩვენ და ახალი ფორმაციის ფინეთის ნაკრები ერთად ვპროგრესირებდით. ჩვენი ნაკრებები ერთმანეთს კარგად იცნობენ. მე იმედი მაქვს, რომ ამ თამაშს მოვიგებთ და ჯგუფში პირველ ადგილს დავიკავებთ“.