ვატო არველაძე - „ლოკომოტივმა“ კარგი პირობები შემომთავაზა
ვატო არველაძე - „ლოკომოტივმა“ კარგი პირობები შემომთავაზა

ვატო არველაძემ საქართველოს პირველ არხთან თბილისის „ლოკომოტივში~ დაბრუნების მიზეზებზე ილაპარაკა და განაცხადა, რომ ამჟამად, ეს ყველაზე რეალური ვარიანტი იყო.

„კორონავირუსის გამო, თბილისში მომიხდა გაჩერება და თანაც „კორონასთან“ კონტრაქტი მიმთავრდებოდა. გუნდის დატოვება ამიტომ გადავყვიტე. სათამაშო ფორმა რომ შემენარჩუნებინა „ლოკომოტივთან“ ერთად დავიწყე ვარჯიში. „ლოკომოტივში“ თამაში ჩემთვისაც კარგი იქნება, სათამაშო პრაქტიკა მექნება, მათ შორის, ევროპის ლიგაზე და ამავე დროს, მინდა, გუნდს ჩემპიონობისთვის ბრძოლაში დავეხმარო,“ – ამბობს ვატო არველაძე.

22 წლის თავდამსხმელის თქმით, მას სხვა ვარიანტებს სთავაზობდნენ – „შემოთავაზებები მქონდა და ესპანეთის და თურქეთის კლუბებიდან. მაგრამ იქ ჯერ სეზონი დასრულებული არაა, ასეთ დროს კი ტრანსფერები არ ხორციელდება. ამ დროს, „ლოკომოტივმა“ კარგი პირობები შემომთავაზა და შევეცდები, გუნდს ჩემპიონატშიც დავეხმარო და ევროპის ლიგაზეც“.