ვატო არველაძე - ჭიაბრიშვილს შეუძლია „ლოკომოტივს“ ხელი დაატყოს
ვატო არველაძე - ჭიაბრიშვილს შეუძლია „ლოკომოტივს“ ხელი დაატყოს

ვატო არველაძე გიორგი ჭიაბრიშვილის „ლოკომოტივის“ მთავარ მწვრთნელად დანიშვნას გამოეხმაურა, მასთან მუშაობა გაიხსენა და იმედი გამოთქვა, რომ გუნდი ახალი მწვრთნელის ხელმძღვანელობით უფრო წარმატებული გახდება.

„საერთოდ, გუნდში ახალი მწვრთნელი მოსვლა მოტივაციას ყოველთვის ზრდის. მე ჭიაბრიშვილთან მუშაობა ახალგაზრდულ ნაკრებში მომიხდა. მაშინ ის მთავარი მწვრთნელის ასისტენტი იყო. ცხადია, მთავარი მწვრთნელის რანგში სხვაგვარი იქნება. თუმცა, მეტ-ნაკლებად ვიცი, რა მოთხოვნები აქვს და რა გემოვნება გააჩნია. მიმაჩნია, რომ გიას შეუძლია „ლოკომოტივს“ ხელი დაატყოს. ამ საწვრთნელი პროცესების დაწყებას დიდი სიამოვნებით ველოდები“, – ამბობს ვატო არველაძე.

22 წლის თავდამსხმელი „ლოკომოტივის“ აღზრდილია. 2018-2020 წელბში არველაძე პოლონეთში, კიელჩესკორონაში“ თამაშობდა. გუნდი წელს დატოვა და „ლოკომოტივს“ შეუერთდა.

დატოვე კომენტარი