ვასილიოს გორდეზიანი კარიერას „სარაევოში“ გააგრძელებს, საბა სამუშია - „რიუ ავეში“ #1TVSPORT
ვასილიოს გორდეზიანი კარიერას „სარაევოში“ გააგრძელებს, საბა სამუშია - „რიუ ავეში“ #1TVSPORT

თბილისის „დინამოს“, რომელიც ამჟამად შეკრებაზე იმყოფება, კიდევ სამი ფეხბურთელი დაემშვიდობა.

Transfermarkt-ის ცნობით, ავსტრიელი მარცხენა მცველი ნოზა იობოსა ედოკპოლორი „დინამო თბილისიდან“ კარიერას „კაუნო ჟალგირისში“ გააგრძელებს. ამავე კლუბში ჩაირიცხნენ მცველი ანტონ თოლორდავა და თავდამსხმელი თემურ ჩოგაძე.

გიორგი გულიაშვილთან ერთად „სარაევოში“ „დინამო თბილისის“ თავდამსხმელი ვასილიოს გორდეზიანიც ითამაშებს. ბოსნიური კლუბის პრესსამსახურის ცნობით, 23 წლის ცენტრფორვარდმა ნახევარწლიანი საიჯარო ხელშეკრულება გააფორმა, რომელიც სეზონის ბოლოს გადაიხედება.

რაც მთავარია, თბილისის „დინამომ“ 18 წლის მარცხენა გარემარბი საბა სამუშია „რიუ ავეში“ გაუშვა. სწორედ ამ კლუბში თამაშობდა ახლო წარსულში გიორგი მაკარიძე. საბას „დინამოს“ დატოვების შესახებ მაშინ გახდა ცნობილი, როდესაც ის თბილისელთა შეკრებაზე გასამგზავრებელთა სიაში ვერ მოხვდა.

„დინამო თბილისის“ აკადემიის აღზრდილმა საბა სამუშიამ ერთი სეზონი თემურ ქეცბაიას რეკომენდაციით ფამაგუსტას „ანორთოსისში“ გაატარა, შემდეგ კი თბილისის კლუბს დაუბრუნდა. „რიუ ავეში“ მას ორი ქართველი დახვდა – მეკარე მათე საური და მცველი ჟორჟე ქარსელაძე. სამივეს ერთად საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებში უთამაშიათ.