ვასილ მაისურაძემ შემადგენლობა დაასახელა - საქართველოს 19-წლამდე ნაკრები ისრაელს შეხვდება #1TVSPORT
ვასილ მაისურაძემ შემადგენლობა დაასახელა - საქართველოს 19-წლამდე ნაკრები ისრაელს შეხვდება #1TVSPORT

ვაისილ მაისურაძემ საქართველოს 19-წლამდე ვაჟთა გუნდი შეკრება, რომელიც ელიტ-რაუნდში ითამაშებს და მზადებას ისრაელთან მატჩებით დაიწყებს.

საქართველოს 19-წლამდე ვაჟთა ნაკრები ისრაელში მიემგზავრება, სადაც ადგილობრივ თანატოლთა ეროვნულ გუნდთან ამხანაგურ შეხვედრებს 11 და 13 თებერვალს გამართავს.

11 თებერვალი

ისრაელი – საქართველო

13 თებერვალი

ისრაელი – საქართველო

ისრაელთან შეხვედრებისთვის მთავარმა მწვრთნელმა, ვასილ მაისურაძემ 24 ფეხბურთელი გამოიძახა. აღნიშნული მატჩები, ფიფას-ს წესდებით გათვალისწინებული კალენდარული სანაკრებო პაუზების ნაწილი არ გახლავთ, ამიტომ მოახლოებული შეხვედრები გუნდის რამდენიმე საკვანძო მოთამაშის გარეშე ჩაივლის.

U19 შემადგენლობა

მეკარეები: ლუკა ხარატიშვილი (შუქურა ქობულეთი), ლევან თანდილაშვილი (თელავი), შაკო ვიბლიანი (ლოკომოტივი თბილისი)

მცველები: დავით გოგოტიშვილი, მუხრან ბაგრატიონი, თორნიკე დუნდუა, ნიკოლოზ უგრეხელიძე, არჩილ დათუაშვილი (ყველა – დინამო თბილისი), გიორგი პირტახია, ზურაბ ზოსიაშვილი (ორივე – ლოკომოტივი თბილისი), საბა გოგლიჩიძე (ტორპედო ქუთაისი), ზურაბ რუხაძე (საბურთალო), (დინამო თბილისი)

ნახევარმცველები: ოთარ მამაგეიშვილი, გიზო მამაგეიშვილი, გეგი გეგუჩაძე, ლუკა წულუკიძე (ყველა – საბურთალო), ნიკოლოზ ცხოვრებაშვილი (დინამო თბილისი), მიხეილ ავალიანი (შუქურა ქობულეთი), ლუკა ჩაგანავა (ბოლნისი სიონი)

თავდამსხმელები: გიორგი გვიშიანი, ჯადული იობაშვილი, დავით გოცირიძე (სამივე – დინამო თბილისი), გიორგი კვერნაძე (თელავი), გიორგი ხაბულიანი (ადანა დემისფორი, თურქეთი)