ვასილ მაისურაძემ შემადგენლობა დაასახელა – საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები ყაზახეთს უმასპინძლებს #1TVSPORT
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები ყაზახეთთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს. მატჩები 15 და 17 ნოემბერს დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე გაიმართება.
15 ნოემბერი, „დავით პეტრიაშვილი არენა“, 17:00
საქართველო – ყაზახეთი
17 ნოემბერი, „დავით პეტრიაშვილი არენა“, 17:00
საქართველო – ყაზახეთი
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვასილ მაისურაძემ აღნიშნული მატჩებისთვის 22 ფეხბურთელი გამოიძახა. ყველა მათგანი საქართველოში ასპარეზობს.
მეკარეები: საბა ცარციძე („ტორპედო ქუთაისი“), გიგა გიგაური („იბერია 1999“), გიგი წიკლაური („ლოკომოტივი თბილისი“).
მცველები: დავით ცქვიტაია, ნიკოლოზ ფოცხვერია, ლუკა შარიქაძე, სანდრო ბუჩუკური (ოთხივე – „დინამო თბილისი“), საბა ხუციშვილი („ინტერის აკადემია“), ალიკა გეთიაშვილი („დინამო ბათუმი“), ირაკლი რაზმაძე („ტორპედო ქუთაისი“).
ნახევარმცველები: საბა შარვაშიძე, ლუკა ჯუღელი, გიორგი გელაშვილი (სამივე – „დინამო თბილისი“), გიორგი გერგედავა, ნიკოლოზ ხატოიანი (ორივე – „ტორპედო ქუთაისი“), გიორგი ჯამარაული („მეშახტე ტყიბული“), ანდრია ჯაშიაშვილი, ლუკა კოვზაძე (ორივე – „იბერია 1999“), რეზი გაზდელიანი („სიონი ბოლნისი“).
თავდამსხმელები: გიორგი თოდრია („დინამო თბილისი“), სანდრო კუნჭულია, ლაშა ჭელიძე (ორივე – „იბერია 1999“).