ვასილ მაისურაძე - ჩემი გუნდი მებრძოლი იქნება
ვასილ მაისურაძე - ჩემი გუნდი მებრძოლი იქნება

„ყველა ასაკობრივ ნაკრებში მიმუშავია, ახლაც 20-წლამდელების მწვრთნელი ვარ, ახალგაზრდულ ნაკრებში დანიშვნა კი ჩემთვის გამოწვევაა. 2010 ყველა მოვლენას თვალს ვადევნებდი, პულსზე მეჭირა ხელი და ვითარებას ვგრძნობდი. თუმცა ეს ძალიან საპასუხისმგებლო საქმეა“ – ეს ვასილ მაისურაძემ საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში დანიშვნის შემდეგ განაცხადა.

49 წლის სპეციალისტი საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებს გია ცეცაძის ნაცვლად ჩაიბარებს, რომელიც უეფამ სლოვაკეთში მომხდარი ინციდენტის გამო ხუთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა და იძულებული იყო, გადამდგარიყო.

მაისურაძის დებიუტი ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში 26 მარტს, სლოვაკეთთან შედგება. რამდენად რეალურია ახალგაზრდული ნაკრების ჯგუფიდან გასვლა, მაისურაძემ ამაზეც ილაპარაკა: „ბოლო თამაშები კი წავაგეთ, მაგრამ გია ცეცაძის ხელმძღვანელობით ჩვენი ნაკრები საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა. პირველ-მეორე ადგილებზე გასვლას რამდენად შევძლებთ, ეს სხვა საკითხია. მე კი გულშემ,ატკივრებს დავპირდები, რომ კარგ ფეხბურთს ვითამაშებთ და რომ ჩემი გუნდი მებრძოლი და ძლიერი იქნება“.

დატოვე კომენტარი