ვასილ მაღლაფერიძე - ქვეყნის მეორე პირი და საკუთარი გუნდის წევრი ჰყავდათ ობიექტივის ქვეშ და სხვას დაინდობდნენ?! როგორ ფიქრობთ, რისთვის სჭირდებოდათ ასეთი მასალები და ახლაც სათუთად ხომ არ ინახავენ შავ თუ ბნელ არქივში
ქვეყნის მეორე პირი და საკუთარი გუნდის წევრი ჰყავდათ ობიექტივის ქვეშ და სხვას დაინდობდნენ?! როგორ ფიქრობთ, რისთვის სჭირდებოდათ ასეთი მასალები და ახლაც სათუთად ხომ არ ინახავენ შავ თუ ბნელ არქივში, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ვასილ მაღლაფერიძე წერს.
„საპარლამენტო უმცირესობის ლიდერისა და „ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატის, დავით ბაქრაძის ინფორმაციით, ფარულ ვიდეომასალებს შორის მისი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერებიცაა“.
ეს ისე ყოველი შემთხვევისთვის, ზოგიერთ „ჯიუტ ბეკეკას“ იმის დასტურად, აწარმოებდნენ თუ არა ფარულ ჩაწერებს სააკაშვილის დროს?! ქვეყნის მეორე პირი და საკუთარი გუნდის წევრი ჰყავდათ ობიექტივის ქვეშ და სხვას დაინდობდნენ?! როგორ ფიქრობთ, რისთვის სჭირდებოდათ ასეთი მასალები და ახლაც სათუთად ხომ არ ინახავენ ჩანაწერებს თავის შავ თუ ბნელ არქივში?!“ – წერს ვასილ მაღლაფერიძე „ფეისბუქში“ და აზიარებს 2013 წლის ივლისში გამოქვეყნებულ ნიუსს, რომლის თანახმადაც, დავით ბაქრაძე ამბობს, რომ ფარულ ვიდეომასალებს შორის მისი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერებიცაა.
“საპარლამენტო უმცირესობის ლიდერისა და “ნაციონალური მოძრაობის” პრეზიდენტობის კანდიდატის, დავით ბაქრაძის ინფორმაციით,…
Posted by ვასილ მაღლაფერიძე on შაბათი, 06 მარტი, 2021