ვაშინგტონში სროლის შედეგად ერთი მოზარდი დაიღუპა, სამი ადამიანი კი დაშავდა [ვიდეო]

ვაშინგტონის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში სროლის შედეგად ერთი მოზარდი დაიღუპა, სამი ადამიანი კი დაშავდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

პოლიციის ცნობით, სამართალდამცველები ვაშინგტონის ერთ-ერთ რაიონში გამოძახებაზე მივიდნენ, სადაც მათ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მძიმედ დაჭრილი 15 წლის მოზარდი დახვდათ. ბიჭი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. გარდა ამისა, სროლის შედეგად დაშავებულია ორი ქალი და ერთი მოზარდი გოგონა.

ამჟამად სამართალდამცველები თავდამსხმელს ეძებენ. გამოძიება ვიდეოკადრებს ასაჯაროებს, სადაც ჩანს, როგორ გადმოაქვს უცნობ მამაკაცს ღია ფერის მანქანიდან ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი.