ვაშინგტონში სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაშავდა
ვაშინგტონში სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაშავდა

ვაშინგტონში სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაშავდა. ინციდენტი თეთრი სახლიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით, მე-14 ქუჩისა და კოლუმბიის კვეთასთან მოხდა. თავდაპირველად ინფორმაცია მხოლოდ დაშავებულთა შესახებ გავრცელდა.

დაშავებულთაგან ორის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

ადგილზე მობილიზებულნი არიან სასწრაფო დახმარებისა და სამართალდამცველთა ეკიპაჟები. პოლიციას ამ დროისთვის ეჭვმიტანილი არ ჰყავს. უცნობია თავდასხმის მოტივიც. ინციდენტის ადგილი სამართალდამცველებს აქვთ შემოსაზღვრული.