ვაშინგტონში მარტინ ლუთერ კინგის ისტორიული მარშიდან 57 წლის აღსანიშნავად მსვლელობა იმართება
ვაშინგტონში მარტინ ლუთერ კინგის ისტორიული მარშიდან 57 წლის აღსანიშნავად მსვლელობა იმართება

ვაშინგტონში იმართება მსვლელობა მარტინ ლუთერ კინგის ისტორიული მარშიდან 57 წლის აღსანიშნავად, სადაც მან ცნობილი სიტყვა – „მე მაქვს ოცნება“ წარმოთქვა.

წლევანდელი მსვლელობის მთავარი გზავნილია – „მოგვაშორეთ თქვენი მუხლები ჩვენი კისრიდან“, რომელიც აშშ-ში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებს ეხება. მსვლელობის მონაწილეები პოლიციის მიერ ძალის გადამეტებასა და გამოვლენილ რასიზმს გმობენ.

აქცია ლინკოლნის მემორიალთან დაიწყება და რამდენიმე საათის შემდეგ მარტინ ლუთერ კინგის მემორიალისკენ გადაინაცვლებს.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვლენ ძალადობის შედეგად დაღუპული მოქალაქეების ოჯახის წევრები და პოლიტიკოსები.