„ვაშინგტონს“ ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს #1TVSPORT
„ვაშინგტონს“ ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს #1TVSPORT

„ვაშინგტონ უიზარდსის“ ახალი მთავარი მწვრთნელი გახდა უეს ანსელდ-უმცროსი, – დაწერა თავის „ტვიტერში“ ცნობილმა ინსაიდერმა შემს ჩარანიამ.

ანსელდმა ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში სამწვრთნელო კარიერა 2005 წელს დაიწყო, 2015 წლიდან კი „დენვერ ნაგეტსში“ მთავარი მწვრთნელის ასისტენტად მუშაობს.

„უიზარდსის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე სხვა კანდიდატები იყვნენ დერვინ ჰემი და სემ კასელი, რომლებიც დღეს „მილუოკი ბაქსის“ სამწვრთნელო შტაბში მუშაობენ.

გასულ სეზინში „ვაშინგტონმა“ აღმოსავლეთ კონფერენციაში მეცხრე ადგილი დაიკავა და პლეი ოფში ვერ მოხვდა.