ვაშინგტონისა და მოსკოვის ერთობლივ განცხადებაში ჟენევაში გამართული მოლაპარაკებები „ინტენსიურად და არსებითად“ არის მოხსენიებული
ვაშინგტონისა და მოსკოვის ერთობლივ განცხადებაში ჟენევაში გამართული მოლაპარაკებები „ინტენსიურად და არსებითად“ არის მოხსენიებული

აშშ-მა და რუსეთმა ჟენევაში გამართულ მოლაპარაკებებს „ინტენსიური და არსებითი“ უწოდეს, – ამის შესახებ საუბარია ვაშინგტონისა და მოსკოვის ერთობლივ განცხადებაში, რომელიც ჟენევაში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ გამოქვეყნდა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

ორი ქვეყნის წარმომადგენლები შეთანხმდნენ, რომ ისინი ორ სამუშაო ჯგუფს შექმნიან, რომელთა შეკრებაც მესამე პლენარულ შეხვედრამდე გაიმართება.

აშშ-ის სახელით დიალოგში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვენდი შერმანი მონაწილეობდა, ხოლო რუსეთის მხარეს წარმოადგენდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვი.

აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტები ე.წ. სტრატეგიული სტაბილურობის დიალოგის გამართვაზე ჟენევაში ივნისის თვეში გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ. ამ დიალოგმა უნდა შექმნას საფუძველი სამომავალოდ შეიარაღების კონტროლისა და ინციდენტების შემცირებისთვის.

სტრატეგიული სტაბილურობის დიალოგის ფორმატში პირველი შეხვედრა ივლისში გაიმართა.