ვაშინგტონის საჩოგბურთო ტურნირი გაუქმებულია
ვაშინგტონის საჩოგბურთო ტურნირი გაუქმებულია

პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) ტურნირი ვაშინგტონში, რომელიც 14 აგვისტოს უნდა დაწყებულიყო, გაუქმებულია, დაწერა გაზეთმა „ნიუ იორკ თაიმსმა“.

წყაროს ცნობით, ეს უკავშირდება საერთაშორისო მგზავრობის შეზღუდვებს და ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსთან დაკავშირებულ სიტუაცია. დღეისთვის, ევროკავშირის ქვეყნებს ჯერაც არ გაუხსნიათ საზღვრები აშშ-სთვის.

ირკვევა, რომ ტურნირის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება ჯერ კიდევ ორშაბათს იყო მიღებული.

კორონავირუსის პანდემიის გამო, ყველა ტურნირის ჩატარება 31 ივლისამდეა შეჩერებული. მამაკაცთა ტური სწორედ 14 აგვისტოს, ვაშინგტონის ტურნირით უნდა განახლებულიყო. ამ შეჯიბრის გაუქმება დიდი ალბათობით მიანიშნებს იმაზე, რომ არ გაიმართება „დიდი სლემის“ ტურნირი – აშშ-ის ღია პირველობა.