ვაშინგტონის მერმა ქალაქში საგანგებო მდგომარეობა 15 დღით გაახანგრძლივა
ვაშინგტონის მერმა ქალაქში საგანგებო მდგომარეობა 15 დღით გაახანგრძლივა

ვაშინგტონის მერმა, მურიელ ბოუზერმა ქალაქში საგანგებო მდგომარეობა 15 დღით გაახანგრძლივა. ვაშინგტონში საგანგებო მდგომარეობა აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაციის მეორე დღიდან მოიხსნება. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

მურიელის თქმით, დემონსტრანტებმა, რომლებიც აშშ-ის კონგრესში შეიჭრნენ, შესაძლოა, ძალადობრივი ქმედებები ინაუგურაციის დღესაც გააგრძელონ.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სამართალდამცველებმა კაპიტოლიუმში შეჭრისა და ძალადობის გამო 52-ზე მეტი პირი დააკავეს.

ვაშინგტონის პოლიციის უფროსის თქმით, არეულობის დროს კაპიტოლიუმის მიდამოებში სამი ადამიანი დაიღუპა. აქციის ერთი მონაწილე კი საავადმყოფოში მას შემდეგ გადაიყვანეს, რაც კონგრესის შენობის ხარაჩოდან ჩამოვარდა. დაშავებულის ჯანმრთელობის ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.