ვაშინგტონის ცენტრში, ებრაულ მუზეუმთან ისრაელის საელჩოს ორი თანამშრომელი მოკლეს
ვაშინგტონის ცენტრში, ებრაულ მუზეუმთან ისრაელის საელჩოს ორი თანამშრომელი მოკლეს

ვაშინგტონის ცენტრში, ებრაულ მუზეუმთან ისრაელის საელჩოს ორი თანამშრომელი მოკლეს. „ბიბისის“ ინფორმაციით, მამაკაცზე და ქალზე თავდასხმა მაშინ განოხრციელდა, როდესაც ებრაულ მუზეუმში გამართულ ღონისძიებას ტოვებდნენ.

სროლა ადგილობრივი დროით 21:05 საათზე მოხდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სროლის დროს ისრაელის საელჩოს რამდენიმე თანამშრომელი მუზეუმის ღონისძიებაზე იმყოფებოდა. თავდამსხმელი ჯერ არ დაუკავებიათ.

„ჩვენ აქტიურად ვაწარმოებთ გამოძიებას და ვმუშაობთ იმისთვის, რომ მეტი ინფორმაცია მივიღოთ. გთხოვთ, ილოცოთ დაზარალებულების ოჯახებისთვის. ჩვენ ამ ამორალურ დამნაშავეს სამართლის წინაშე წარვადგენთ“, – წერს აშშ-ის საშინაო უსაფრთხოების მდივანი კრისტი ნოემი.

გაერო-ში ისრაელის ელჩმა ინციდენტი ანტისემიტური ტერორიზმის გაუგონარ აქტად შეაფასა.

„დიპლომატებისა და ებრაული თემის ზიანი წითელი ხაზის გადალახვას ნიშნავს. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ აშშ-ის ხელისუფლება მკაცრ ქმედებებს გაატარებს ამ კრიმინალურ ქმედებაზე პასუხისმგებელი პირების მიმართ“, – წერს დენი დანონი.