„ვაშინგტონ პოსტი“ – ტრამპის ადმინისტრაცია გეგმავს, ყველა უცხოელ ტურისტს ქვეყანაში შესასვლელად ბოლო ხუთი წლის სოციალური მედიის ისტორიის წარდგენა მოსთხოვოს

13:01, 10.12.2025

დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია გეგმავს, რომ ყველა უცხოელ ტურისტს ქვეყანაში შესასვლელად ბოლო ხუთი წლის განმავლობაში გამოყენებული სოციალური მედიის ისტორიის წარდგენა მოსთხოვოს, – ამის შესახებ „ვაშინგტონ პოსტი“ წერს.

როგორც გამოცემა იუწყება, ეს სავალდებულო იქნება მათთვის, ვინც აშშ-ში პირველად ჩავა, მიუხედავად იმისა, სჭირდებათ თუ არა მათ ქვეყანაში შესასვლელად ვიზა.

„ვაშინგტონ პოსტი“ აღნიშნავს, რომ დიდი ბრიტანეთი და გერმანია იმ ქვეყნებს შორის არიან, რომელთა მოქალაქეებსაც აშშ-ში შესასვლელად ვიზა არ სჭირდებათ, ახალმა რეგულაციამ კი, შესაძლოა, ამ ქვეყნებიდან აშშ-ში მოგზაურობის მსურველთათვის დამატებითი დაბრკოლება შექმნას.

მსგავსი