ვარსკვლავების აპლოდისმენტები კაცობრიობის გმირებს [ვიდეო]

ექიმებისადმი მადლიერების ნიშნად, რომელებიც COVID-19 პანდემიის საფრთხის მიუხედავად, ადამიანებს გადასარჩენად მთელ მსოფლიოში ძალისხმევას არ იშურებენ, ფეხბურთის მოქმედმა და ყოფილმა ვარსკვლავებმა კაცობრიობის გმირებისადმი პატივისცემის ნიშნად ვიდეომიმართვა გაავრცელეს.

„მთელ მსოფლიოში, სამედიცინო პერსონალი და მოხალისეები თავიანთ სიცოცხლეს რისკავენ, რათა დაეხმარონ თავიანთ ძმებს. სამწუხაროდ, ზოგიერთმა მათგანმა ამ ბრძოლას საკუთარი სიცოცხლეც შესწირა. ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ჩვენი ცხოვრების წესის დაცვაში ადამიანები, რომლებიც მუშაობენ სამართალდამცავ სისტემაში, აფთიაქებში, მაღაზიებში, საწყობებში, სახლში მიწოდების სერვისებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, უსაფრთხოების სამსახურებსა და მედიაში. ფეხბურთის დიდი ოჯახი მთელ მსოფლიოში მათ მადლობას უხდის და მხარდაჭერას უცხადებს,“ – წერია მიმართვაში.

აქციაში მონაწილეობდნენ პელე, მარადონა, ბექჰემი, ბუფონი, კანავარო, კასილაი, ჰარი კეინი, სამუელ ეტოო, ზინედინ ზიდანი, მაიკლ ოუენი, მესუთ ოზილი, მარკო ვან ბასტენი, არტურო ვიდალი და მრავალი სხვა ადამიანი – ისინი ვიდეომიმართვაში „კაცობრიობის გმირებს“ გულწრფელად მიესალმებიან და ტაშს უკრავენ.

„ჩვენ ტაშს გვიკრავდნენ როგორც ფეხბურთელებს. ახლა ჩვენი ჯერია, რომ მათი ტაში დავაფასოთ და ყველა იმ ექიმის მიმართ, ვინც ჩვენი სიცოცხლისთვის საკუთარ თავს რისკავს, მადლიერება გამოვავლინოთ,“ – ამბობს დევიდ ბექჰემი.