ვარშავაში დღეს სტარტს აიღებს ევროპის ჩემპიონატი ჭიდაობაში, სადაც ხუთი ქართველი იასპარეზებს #1TVSPORT
ვარშავაში დღეს სტარტს აიღებს ევროპის ჩემპიონატი ჭიდაობაში, სადაც ხუთი ქართველი იასპარეზებს #1TVSPORT

პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში, დღეს სტარტს აიღებს ევროპის ჩენპიონატი ჭიდაობაში. პირველ დღეს ხალიჩაზე თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა 57, 65, 70, 79 და 97 კგ წონით კატეგორიის ფალავნები გამოვლენ, რომლებიც წინასწარი და ნახევარფინალური ეტაპის შეხვედრებს გამართავენ. ფინალური ბლოკი კი ხვალ გაიმართება.

საქართველოს ნაკრების სახელით ტურნირზე ბექა ბუჯიაშვილი (57 კგ), შმაგი თოდუა (65 კგ), დავით ტლაშაძე (70 კგ), ნიკა კენჭაძე (79 კგ) და ელიზბარ ოდიკაძე (97 კგ) იჭიდავებენ. შეგახსენებთ,რომ კონტინენტის პირველობაზე ოლიმპიური ლიზენციები არ გათამაშდება.

წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 13:30 საათზე დაიწყება, ნახევარფინალები 20:00 საათიდან.