ვარლამ ლიპარტელიანს მეექვსე პარიზულ მედლამდე ერთი მოგება აშორებს
ვარლამ ლიპარტელიანს მეექვსე პარიზულ მედლამდე ერთი მოგება აშორებს

პარიზის დიდი სპელმზე მასპინძელ სირილ მარესთან მეოთხედფინალში განცდილი მარცხის შემდეგ, ვარლამ ლიპარტელიანმა რეპეშაჟის ნახევარფინალი მოიგო და ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს.

შვედ – მარტინ პესეკთან, პარიზის გრანდსლემის ორგზის გამარჯვებულმა ლიპარტელიანმა, მოგება ერთ წუთში შეძლო. ეფექტური მოგვერდის შემდეგ მსაჯმა იპონი დაუფიქრებლად დააფიქსირა და კაპიტანიც თავის მეექვსე პარიზულ მედალს ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა.

რეპეშაჟის ფინალში ლიპარტელიანი ხორვატ -ზლატკო კუმრიჩს დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ რომ ამავე წონით კატეგორიაში მოასპარეზე, კიდევ ერთი ქართველი ლაშა ტაველური მერვედფინალში დამარცხდა.