ვარლამ ლიპარტელიანმა პარიზის დიდ სლემზე ვერცხლის მედალი მოიპოვა - ძიუდო
ვარლამ ლიპარტელიანმა პარიზის დიდ სლემზე ვერცხლის მედალი მოიპოვა - ძიუდო

ქართველი ძიუდოისტი ვარლამ ლიპარტელიანი (100კგ.) პარიზში მიმდინარე დიდი სლემის ტურნირის მეორე ადგილის მფლობელია.

ფინალში ის ისრაელის წარმომადგენელთან, პეტერ პალტჩიკთან მსაჯთა არასამართლიანი გადაწყვეტილების გამო დამარცხდა.

ქართველმა მთელი ტურნირი დამაჯერებლად ჩაატარა. ვარლამმა ნახევარფინალში რუსი არმან ადამიანი სუფთა გამარჯვებით დაამარცხა.

დღესვე ქართველი მძიმეწონოსანი გელა ზაალიშვილი ბრინჯაოს მედლისათვის იჭიდავებს.

დატოვე კომენტარი