ვარლამ ლიპარტელიანმა კარიერა დაასრულა - ცხოვრებაში დგება მომენტი, როდესაც რაღაც მთავრდება #1TVSPORT
ვარლამ ლიპარტელიანმა კარიერა დაასრულა - ცხოვრებაში დგება მომენტი, როდესაც რაღაც მთავრდება #1TVSPORT

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების კაპიტანმა ვარლამ ლიპარტელიანმა კარიერა დაასრულა. მან ეს ამბავი საზოგადოებას „ინსტაგრამის“ საშუალებით გაანდო:

„მადლობა ღმერთს, იმისთვის, რაც მომცა. იყო ბევრი სიხარული, ბევრი გულისტკენა, მაგრამ ამ ყველაფერმა ძალიან გამაძლიერა.

მადლობა ჩემს ოჯახს, ჩემს მეუღლეს ჩემს შვილებს, რომლებმაც ჩემს ცხოვრებაში უდიდესი როლი შეასრულეს! ვამაყობ თქვენით.

მადლობა ყველას, ვინც დღემდე გვერდში მედგა. ვერასოდეს გადავიხდი ამაგს, მაგრამ ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა რაღაც მთავრდება და ეს ის დღეა, როცა ჩემთვის სპორტული კარიერა დასრულდა. ვერასოდეს გადავიხდი თქვენს ამაგს ერთგულო გულშემატკივრებო. ვერ შევძელი ვიცი თქვენი გახარება.

ეს ყველაფერი მაგრად მტკივა და, ალბათ, დიდხანს გამყვება ცხოვრებაში. უბრალოდ შეუძლებელია, ყველაფერი თქვა, მაგრამ მინდა, იცოდეთ რომ უზომოდ მიყვარხართ. იმედია, სხვა ცხოვრებაში შევძლებ ცოტათი მაინც თქვენს გახარებას.

ბევრი რამის თქმა მინდა, მაგრამ ვერ ვახერხებ. იმედია, ოდესმე შევძლებ, რომ ყველას ყველაფერი გითხრათ.“

შეგახსენებთ, რომ 2016 წლის ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონმა ტოკიო 2020-ზე ნახევარფინალში იჭიდავა, თუმცა მედლის მოგება ვერ შეძლო.