ვარლამ ლიპარტელიანი პარიზში ძიუდოს ჩემპიონთა ლიგაზე იჭიდავებს #1TVSPORT
ვარლამ ლიპარტელიანი პარიზში ძიუდოს ჩემპიონთა ლიგაზე იჭიდავებს #1TVSPORT

11 დეკემბერს პარიზი ძიუდოს საერთაშორისო ჩემპიონთა ლიგას უმასპინძლებს, სადაც 18 ქვეყნის 148 სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას.

ტოკიოს ოლიმპიური თამაშების შემდეგ კარიერის დასრულების შესახებ გაკეთებული განცხადების მიუხედავად საქართველოს ნაკრების კაპიტანი ვარლამ ლიპარტელიანი პარიზში დაგეგმილი შეჯიბრის მონაწილე იქნება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ძიუდოს საერთაშორისო ჩემპიონთა ლიგაზე:

60კგ – გიორგი პაპინაშვილი.

66კგ – ვაჟა მარგველაშვილი, ბაგრატ ნინიაშვილი.

73კგ – ლაშა შავდათუაშვილი, ნუგზარ ტატალაშვილი, ფრიდონ გიგანი.

81კგ – ტატო გრიგალაშვილი, ვლადიმერ ახალკაცი.

90კგ – პაპუნაშვილი გიორგი, ბექა ღვინიაშვილი, ლუკა მაისურაძე, ავთანდილ ჭრიკიშვილი.

100კგ – ვარლამ ლიპარტელიანი.

100კგ – გელა ზაალიშვილი, ადამ ოქრუაშვილი.

დატოვე კომენტარი