ვარლამ ლიპარტელიანი დიუსელდორფის „დიდი მუზარადის“ ფინალში იჭიდავებს

საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული გუნდის კაპიტანი, ტურნირზე 100კგ. წონით კატეგორიაში პირველ ნომრად განთესილი ვარლამ ლიპარტელიანი დიუსელდორფის „დიდი მუზარადის“ ფინალურ შეხვედრაში იჭიდავებს.

ოლიმპიური და მსოფლიოს პრიზიორის, ევროპის სამგზის ჩემპიონის, ვარლამ ლიპარტელიანის მეტოქე ტუნისის 2018 წლის გრან-პრის გამარჯვებული, ირლანდიელი ბენჟამინ ფლეტჩერი იქნება.

1/2 ფინალში ლიპარტელიანმა ევროპისა და მსოფლიოს პრიზიორს, ბელგიელ ტომა ნიკიფოროვს შეხვედრის დასრულებამდე 7 წამით ადრე წმინდად მოუგო.