ვარკეთილში მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

20:35, 22.12.2021

ვარკეთილში მკვლელობა მოხდა.

არსებული ინფორმაციით, მოკლულია ფეხმძიმე ქალი. დანაშაულში ბრალდებული მისი მეუღლეა. მამაკაცი დაკავებულია.

როგორც საქართველოს პირველ არხს შსს-ში განუცხადეს, დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლით მიმდინარეობს.

მსგავსი