ვარჯიში ონლაინ რეჟიმში - „ლოკომოტივი“ ახალ პირობებზე გადაეწყო (ვიდეო)
ვარჯიში ონლაინ რეჟიმში - „ლოკომოტივი“ ახალ პირობებზე გადაეწყო (ვიდეო)

თბილისის „ლოკომოტივი“ საფეხბურთო სეზონის შეჩერების გამო, იძლებულია, ვარჯიშის ახალ სტილზე გადაერთოს. გუნდის მიერ გავრცელებული გავრცელებული ფოტო და ვიდეომასალიდან ჩანს, რომ გუნდის სამწვრთნელო შტაბი მოთამაშეებს ონლაინ რეჟიმში, ვიდეოჩართვით ავარჯიშებს.

თბილისელთა ფიზმომზადების იტალიელი სპეციალისტი რიკარდო დე ვივო მოთამაშეებთან ვიდეოხაზზეა და სახლის პირობებში სხვადასხვა სახის ვარჯიშებს ასწავლის, რომლითაც ისინი ფორმის შენარჩუნებას ახერხებენ.

ვარჯიშებს თვალს ადევნებს თბილისელთა ახალი მთავარი მწვრთნელი სოსო ფრუიძე, რომელიც გუნდში კორონავირუსის პანდემიის პერიოდში დაინიშნა.