ვარანი - „რეალი“ VAR-ს არ მართავს
ვარანი - „რეალი“ VAR-ს არ მართავს

„რეალის“ მცველმა რაფაელ ვარანმა კომენტარი გააკეთა გავრცელებულ მოსაზრებაზე, თითქოს მის კლუბს მსაჯები ეხმარებიან და შეხვედრების მოგებაში დიდ როლს თამაშობენ.

„ამდენი ხმაურის ატეხვა ჩვენთვის არაფერს არ ნიშნავს, ჩვენ მოგებებზე ვართ კონცენტირებულნი. „რეალი“ VAR-ს კი არ მართავს, არამედ კლუბის ყველა ფეხბურთელი მოედანზე ბოლომდე იხარჯება და შედეგიც სახეზეა“, – ციტირებს ვარანის სიტყვებს „გოლი“.

მადრიდელებმა ესპანეთის 35-ე ტურში საკუთარ კედლებში „ალავესი“ დაამარცხეს ანგარიშით 2:0. „სამეფო კლუბი“ ამ დროისთვის ოთხი ქულით უსწრებს უახლოეს მდევარ „ბარსელონას“.