ვანო მერაბიშვილი - „ნაციონალურ მოძრაობას“ ექნება ძალა, რომ ეს ხელისუფლება გაუშვას პენსიაში, ქვეყანას მისცეს ნათელი მომავალი
ვანო მერაბიშვილი - „ნაციონალურ მოძრაობას“ ექნება ძალა, რომ ეს ხელისუფლება გაუშვას პენსიაში, ქვეყანას მისცეს ნათელი მომავალი

საქართველოს პირველმა არხმა „ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის ოფისში ვანო მერაბიშვილთან ინტერვიუ ჩაწერა. მერაბიშვილის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ ექნება ძალა, რომ არსებული ხელისუფლება გაუშვას პენსიაში.

„მე ვარ ჩემს მეგობრებთან, ძმაკაცებთან. ამ ადამიანებთან მაკავშირებს მეგობრობის უამრავი წელი. ძალიან მიხარია, რომ დამხვდნენ ამაყი, ლაღი ადამიანები, რომლებიც აუცილებლად გაიმარჯვებენ და მე მგონი, ქუთაისში იქნება ყველაზე დიდი გამარჯვება მთელი საქართველოს მასშტაბით.

ვფიქრობ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ამ არჩევნებში არის მთავარი ოპოზიციური პარტია. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უნდა დაამარცხოს ივანიშვილი. ვფიქრობ, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ექნება ძალა, ენერგია, გამოცდილება და, რაც მთავარია, ნება, რომ ეს ხელისუფლება გაუშვას პენსიაში, ქვეყანას მისცეს ნათელი მომავალი“, – განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.