ვანო გრიქუროვი - დარწმუნებული ვარ, წარმატებული ევროპის ჩემპიონატი იქნება - ექსკლუზივი [ვიდეო]

საქართველოს ძალოსანთა ნაკრების ყოფილი მწვრთნელი, ოლიმპიური ჩემპიონების, კახი კახიაშვილისა და გიორგი ასანიძის აღმზრდელი, ვანო გრიქუროვი ორი დღით თბილისს ეწვია და პირველ არხს ექსკლუზიური ინტერვიუც მისცა. ბევრ სხვა საკითხებთან ერთად. ბათუმში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე და ლაშა ტალახაძისა და გიორგი ასანიძის იდეალურ თანამშრომლობაზეც ისაუბრა.

„ლაშა ტალახაძე დღეისთვის მსოფლიოს საუკეთესო სპორტსმენია. დიდი მწვრთნელი კი დიდი სპორტსმენის გარეშე ვერაფერს მიაღწევს, ეს იდეალური ტანდემია. – ამბობს ვანო გრიქუროვი – მე ძალიან გული მტკივა, რომ ბათუმში სხვადასხვა მიზეზების გამო ვერ ვიქნები. იმდენად მიგვაჩვიეს ჩვენმა ბიჭებმა წარმატებებს, დარწმუნებული ვარ ბათუმშიც დიდი წარმატება იქნება და მინდა მათ ვუსურვო, რომ შეასრულონ თავიანთი დავალებები და გულშემატკივარი კიდევ რთხელ გაახარონ“- განაცხადა პირველ არხთან დამსახურებული მწვრთნელმა და ღირსების ორდენის კავალერმა.

დატოვე კომენტარი