ვანესა ბრაიანტის ემოციური პოსტი ინსტაგრამზე
ვანესა ბრაიანტის ემოციური პოსტი ინსტაგრამზე

ტრაგიკულად დაღუპული ლეგენდარული კალათბურთელის კობი ბრაიანტის ქვრივმა ინსტაგრამზე ემოციური პოსტი გამოაქვეყნა:

„მამბას დღე. ჩემმა ქმარმა 20 წელი დაუღალავად იშრომა, რაც გააჩნდა ყველაფერი კალათბურთს მისცა. ყველაფერი, რაც მას უნდოდა, იყო მხოლოდ ის, რომ დარჩენილი დრო თავის გოგოებთან და ოჯახთან ერთად გაეტარებინა და ის დაკარგული დრო აღედგინა, რომელიც კალათბურთს დაუთმო.

ის ცდილობდა, რომ გოგოების არცერთი მნიშვნელოვანი მომენტი გამოეტოვებინა. მას ამისათვის კარიერის დასრულების შემდეგ, მხოლოდ 3 წელი და 9 თვე მიეცა. ჩვენ კიდევ ორი გოგო შეგვეძინა. მან ოსკარიც მიიღო, გახსნა GRANITY STUDIO და ასევე წვრთნიდა ჯიჯის გოგოების კალათბურთის გუნდს. ყოველდღე ვოცნებობ, რომ ის დილა ახლიდან გათენდეს და ჯიჯის თამაში, სადმე ახლოს იყოს. ცხოვრება ძალიან უსამართლოა“.

 

დატოვე კომენტარი