ვანესა ბრაიანტი სასამართლოში ჩივილს აპირებს
ვანესა ბრაიანტი სასამართლოში ჩივილს აპირებს

26 იანვარს ლეგენდარული კალათბურთელი კობი ბრაიანტი და მისი ქალიშვილი ჯიანა კიდევ შვიდ ადამიანთან ერთად ტრაგიკულად ავიაკატასტროფაში დაიღუპნენ. უბედური შემთხვევის შემდეგ, დაახლოებით ერთ თვეშ კობის ქვრივი ვანესა ბრაიანტი კომპანია ISLAND EXPESS HELICOPTERS-ს უჩივის. სწორედ ეს გახლავთ ის კომპანია, რომელიც ბრაიანტს ესახურებოდა.

გამოძიებით დადგინდა, რომ შვეულმფრენის პილოტმა ექსპლუატაციის წესები დაარღვია. კომპანიას ფრენების განხორციელება, მხოლოდ სათანადო პირობების დროს შეეძლო.

სარჩელის თანახმად, პასუხისმგებლობა ნაწილობრივ ეკისრება შვეულმფრენის პილოტ არა ზობაიანსაც, რომელიც კატასტროფის შედეგად ასევე დაიღუპა. როგორც ირკვევა, მფრინავი 2015 წელსაც ყოფილა დაჯარიმებული და გაფრთხილებული შეზღუდული ხილვადობის პირობებში ფრენის წესების დარღვევისთვის.