ვანდა - ზაფხულში „იუვენტუსი“ იკარდის გადაბირებას ცდილობდა
ვანდა - ზაფხულში „იუვენტუსი“ იკარდის გადაბირებას ცდილობდა

მილანის „ინტერის“ კაპიტნის, მაურო იკარდის მეუღლე და აგენტი ვანდა ნარა იხსენებს, რომ არგენტინელი თავდამსხმელის გადაბირება „იუვენტუსს“ ძალიან უნდოდა. ზაფხულში „ბებერი სინიორას“ წარმომადგენლები იკარდის დაუკავშირდნენ და მოლაპარაკება შესთავაზეს. სატრანსფერო ფანჯრის დრო იკარდის „ინტერიდან“ წასვლა თითქმის გადაწყვეტილი იყო. „იუვენტუსი“ დაგვიკავშირდა და გვითხრეს, რომ რონალდოსთან დუეტისთვის იკარდი უნდოდათ. თუმცა, ჩვენ უარი ვთქვით. საბოლოოდ, რონალდო იყიდეს“, – განუცხადა ნარამ იტალიელ ჟურნალისტებს.

შეგახსენებთ, რომ იკარდის „იუვენტუსში“ შესაძლო ტრანსფერი 2018 წლის ზაფხულში განიხილებოდა. თუმცა, ეს გარიგება არ შედგა და სამხრეთ ამერიკელი ისევ „ინტერის“ ღირსებას იცავს.