ვან ნისტელროი ნიდერლანდების ნაკრებში ჩავის ასისტენტი იქნება #1TVSPORT

23:44, 22.08.2026

ნიდერლანდების ნაკრების ყოფილი ფორვარდი რუუდ ვან ნისტელროი ეროვნული ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელის, ჩავის სამწვრთნელო ჯგუფში მოხვდა.

50 წლის სპეციალისტი მთავარი მწვრთნელის ასისტენტის თანამდებობას დაიკავებს.

ნიდერლანდების ნაკრებში ჩავის თანაშემწეები ასევე იქნებიან სერხიო ალეგრე, ოსკარ ერნანდესი და ადილ რამზი.

პატრიკ ლოდევეიქსი ნაკრებში დაბრუნდება მეკარეების მწვრთნელის რანგში.

აღვნიშნავთ, რომ ვან ნისტელროი უკვე სამჯერ იყო ნიდერლანდების ნაკრების სამწვრთნელო ჯგუფში – 2014-16 და 2020-21 წლებში, აგრეთვე მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატზე.

მსგავსი