ვან ნისტელროი – მესი ეს არის ერთად აღებული რონალდო, მბაპე, სალაჰი და ინიესტა

20:35, 22.10.2019

ლეგენდარულმა ჰოლანდიელმა ფორვარდმა, „მანჩესტერ იუნაიტედისა“ და „რეალის“ ყოფილმა თავდამსხმელმა რუუდ ვან ნისტელროიმ „ბარსელონას“ ფორვარდ ლიონელ მესიზე საკუთარი აზრი გამოთქვა.

„მესის ვერავინ შეედრება. კრიშტიანო რონალდო – ბომბარდირია, ანდრეს ინიესტა – ტვინი, მოჰამედ სალაჰი, სადიო მანე, ედენ აზარი და კილიან მბაპე – შესანიშნავი მოთამაშეები არიან, მაგრამ მესი – ყველა ეს ფეხბურთელია ერთად აღებული. არ არსებობს ფეხბურთელი, რომელიც მის დონეს იყოს მიახლოებული. ის თითქოს Playstation-დან არის გადმოსული“, – განაცხადა ვან ნისტელროიმ.

ორი დღის წინ, „ფრანს ფუტბოლმა“ მესი „ოქროს ბურთის“ 30 ნომინანტს შორის შეიყვანა.

მსგავსი