ვან ნისტელროი „ლესტერის“ მთავარი მწვრთნელი გახდება #1TVSPORT
ვან ნისტელროი „ლესტერის“ მთავარი მწვრთნელი გახდება #1TVSPORT

ნიდერლანდელი სპეციალისტი რუუდ ვან ნისტელროი „ლესტერის“ მთავარი მწვრთნელის პოსტს დაიკავებს, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა იტალიელმა ჟურნალისტმა, ფაბრიციო რომანომ.

მხარეებმა უკვე სრულად მოილაპარაკეს თანამშრომლობაზე და რჩება დოკუმენტებზე ხელის მოწერა. შეგახსენებთ, რომ „ლესტერმა“ 24 ნოემბერს გამოაცხადა მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან სტივ კუპერის გაშვების შესახებ.

საინტერესოა, რომ ვან ნისტელროიმ დროებითი მთავარი მწვრთნელის რანგში ოთხჯერ უხელმძღვანელა „მანჩესტერ იუნაიტედს“ და აქედან ორჯერ „ლესტერს“ შეხვდა. ორივე შემთხვევაში „იუნაიტედმა“ მოიგო: 5:2 ინგლისის ლიგის თასზე და 3:0 პრემიერლიგაში.

„მანჩესტერ იუნაიტედში“ მთავარ მწვრთნელად რუბენ ამორიმის მისვლის შემდეგ ვან ნისტელროიმ კლუბი დატოვა.