ვან გაალი „აიაქსის“ მცველს ნაკრებიდან გაშვებით დაემუქრა, თუ ის „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადავა #1TVSPORT
ნიდერლანდების ნაკრების მცველის იურიენ ტიმბერის „აიაქსიდან“ „მანჩესტერ იუნაიტედის“ ტრანსფერი ჩავარდა. ამის მიზეზია ნიდერლანდების ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი ლუი ვან გაალი.
Sky Sports-ის ინფორმაციით, ვან გალი პირადად ესაუბრა 21 წლის ფეხბურთელს და აუკრძალა მას „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადასვლა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნიდერლანდელი სპეციალისტი ყატარში გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატის წინ ნაკრებიდან გარიცხვით დაემუქრა ტიმბერს.
ერედევიზიონის გასულ გათამაშებაში მცველმა 30 მატჩი ჩაატარა, სამი გოლი გაიტანა და ორი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.