ვან დიიკი - „ოქროს ბურთი“ მესიმ უნდა მოიგოს
ვან დიიკი - „ოქროს ბურთი“ მესიმ უნდა მოიგოს

„ლივერპულის“ ცენტრალურმა მცველმა ვირჯილ ვან დიიკმა, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ფინალის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს, ინტერვიუში კომენტარი გაუკეთა ვარაუდს მის შესახებ, რომ ის, შესაძლოა, 2019 წელს „ოქროს ბურთის“ მფლობელი გახდეს.

„ვფიქრობ, რომ მესი – საუკეთესო ფეხბურთელია მსოფლიოში. მან უნდა მოიგოს. ასე რომ, არ ვფიქრობ ამაზე. მაგრამ, თუ „ოქროს ბურთს“ მაინც მე მომცემენ, მივიღებ მას. თუმცა, მგონია, რომ მესია საუკეთესო. ის მსოფლიოში პირველია, მიუხედავად იმისა, იყო თუ არა ფინალში“, – განაცხადა ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა.

დატოვე კომენტარი