ვან დერ ვაარტმა კარიერა დაასრულა - ჰოლანდიელმა გამოსამშვიდობებელ მატჩში შოთა არველაძე მიიწვია
ვან დერ ვაარტმა კარიერა დაასრულა - ჰოლანდიელმა გამოსამშვიდობებელ მატჩში შოთა არველაძე მიიწვია

„13 ოქტომბერს, გერმანიის ქალაქ ჰამბურგში რაფაელ ვან დერ ვაარტის გამოსამშვიდობებელი მატჩი გაიმართება. ჰოლანდიელი ფეხბურთელის მიწვევით, მატჩში მონაწილეობას შოთა არველაძე მიიღებს და ვარსკვლავების გუნდში ითამაშებს“, – ინფორმაციას არველაძეების საქველმოქმედო ფონდის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

„ძვირფასო რაფაელ! გმადლობ, რომ ჰამბურგში გამოსამშვიდობებელ მატჩზე მიმიწვიე! რაფა, ჩემთვის პატივი იყო შენთან თამაში. ჩვენ ერთად იმდენი კარგი რამ გვახსენდება“, – წერს შოთა არველაძე სოციალურ ქსელში.

არველაძე და ჰოლანდიელი ვარსკვლავი ერთად 2000-2001 წლებში ამსტერდამის „აიაქსში“ თამაშობდნენ.

რაფაელ ვან დერ ვარტს ჰოლანდიის ეროვნული ნაკრებში 109 მატჩი აქვს ჩატარებული და 25 გოლი გატანილი. კარიერის უდიდესი ნაწილი გაატარა გერმანულ საფეხბურთო კლუბ „ჰამბურგში“ გატარა, სადაც კაპიტანი იყო. გამოსამშვიდობებელ მატჩს ჰამბურგში სწორედ ამიტომ მართავს. იყო მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელი. საინტერესოა, რომ რაფაელ ვან დერ ვაარტი ბოლოს, 2018 წელს დანიურ „ესბიერგში“ ირიცხებოდა და ლაშა პარუნაშვილის თანაგუნდელი იყო.

დატოვე კომენტარი