ვან დერ ვაარტი - ზლატანმა კოჭი მომტეხა და მერე იცინოდა
ვან დერ ვაარტი - ზლატანმა კოჭი მომტეხა და მერე იცინოდა

„აიაქსის“ ყოფილმა ნახევარმცველმა რაფაელ ვან დერ ვაარტმა ზლატან იბრაჰიმოვიჩთან არსებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა.

„იბრაჰინოვიჩი? კი, ვიცნობ. ჩემი დიდი მეგობარია“, – ამბობს ვან დერ ვაარტი ირონიულად, – „მას ეგონა, რომ „აიაქსში“ მეფე იქნებოდა, მაგრამ არც ისეთი კარგი აღმოჩნდა. არსებობს დეტალები, როდესაც ხვდები, რომ კონკრეტული ადამიანი შენთვის მისაღები ტიპის პიროვნება არ არის. როდესაც შვედეთის ნაკრების წინააღმდეგ ვთამაშობდი, მან კოჭი მომტეხა და მერე იცინოდა. მაშინვე ნათელი გახდა ჩემთვის, რომ ან ის უნდა წასულიყო „აიაქსიდან“, ან – მე. საბოლოოდ, ის „იუვენტუსში“ გადაბარგდა თუმცა, მის კარიერას რომ გადახედო, ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელია და ეს ნამდვილად იწვევს პატივისცემის გრძნობას, თუნდაც ჩვენ საუკეთესო მეგობრები არ ვიყოთ“.

საინტერესოა, რომ იბრაჰიმოვიჩმა თავის დროზე ვან დერ ვაარტს ამ ბრალდებაზე უპასუხა.

„მე შენთვის განგებ არ მომიყენებია ტრავმა და შენ ეს კარგად იცი. კიდევ ერთხელ დამადანაშაულებ და ორივე ფეხს მოგტეხავ. ოღონდ, ეს უკვე განგებ იქება“, – შეუთვალლა ზლატანმა ვან დერ ვაარტს.

შეგახსენებთ, რომ ჰოლანდიელმა საფეხბურთო კარიერა 2018 წელს დაასრულა, ზლატან იბრაჰიმოვიჩი კი რამდენიმე კვირის წინ „მილანში“ გადავიდა, სადაც უკვე შვიდი მატჩი ჩაატარა და ორი გოლი გაიტანა.