ვან დერ ვაარტი დართსის პროფესიული მოთამაშე გახდა

17:33, 18.04.2019

ჰოლანდიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა რაფაელ ვან დერ ვაარტმა უჩვეულო სპორტის სახეობაში დაიწყო კარიერა. თავის ტვიტერზე მან გამოაცხადა, რომ მონაწილეობას მიიღებს დართსში დანიის ჩემპიონატში, რომელიც 4-5 მაისს გაიმართება.

ჰოლანდიელმა ტვიტერზე ვარჯიშის ვიდეოც განათავსა.

ვან დერ ვაარტმა საფეხბურთო კარიერა გასული წლის ნოემბერში აიაქსში დაასრულა. ამსტერდამული გუნდის გარდა, მას უთამაშია – ჰამბურგში, რეალ მადრიდში, ტოტენჰემში, რეალ ბეტისში, მიდტიულანდსა და ესბიერგში.

მსგავსი