ვან დერ სარმა დაწერა, რომ რეანიმაციიდან გამოწერეს #1TVSPORT

16:51, 19.07.2023
EINDHOVEN, NETHERLANDS – APRIL 23: Edwin van der Sar General Manager Ajax Amsterdam Looks on prior to the Dutch Eredivisie match between PSV Eindhoven and AFC Ajax at Philips Stadion on April 23, 2023 in Eindhoven, Netherlands. (Photo by NESimages/Geert van Erven/DeFodi Images via Getty Images)

ლეგენდარული ნიდერლანდელი მეკარე ედვინ ვან დერ სარი რეანიმაციიდან გამოწერეს და პალატაში გადაიყვანეს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

7 ივლისს, ხორვატიაში დასვენებისას ვან დერ სარმა ინსულტი გადაიტანა. 52 წლის ყოფილი მეკარე 15 ივლისს ხორვატიიდან ნიდერლანდებში გადაიყვანეს.

„პირველ რიგში, გვინდა, მადლობა გადავუხადოთ თითოეულ ადამიანს მხარდაჭერისთვის.

მოხარული ვარ, გაცნობოთ, რომ აღარ ვიმყოფები ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, თუმცა ვრჩები საავადმყოფოში. იმედია, მომავალ კვირაში შინ დავბრუნდები და მომდევნო ნაბიჯს გადავდგამ გამოჯანმრთელების პროცესში!“ – დაწერა ვან დერ სარმა „ტვიტერში“.

მსგავსი