ვან დერ სარს არ მიაჩნია, რომ დე ხეა შეუცვლელია
ვან დერ სარს არ მიაჩნია, რომ დე ხეა შეუცვლელია

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილ მეკარე ედვინ ვან დერ სარს მიაჩნია, რომ დე ხეას შემცვლელი გოლკიპერები პრემიერლიგაში მრავლად არიან. ესპანელი ინგლისურ კლუბში 2011 წელს სწორედ ვან დერ სარის მიერ კარიერის დასრულების შემდეგ გადავიდა. ბოლო წლების განმავლობაში დე ხეას „მანჩესტერიდან“ წასვლის შესახებ ბევრი ინფორმაცია გაჟღერდა, მაგრამ ის ისევ კლუბში ასპარეზობს.

„სხვა მეკარეებს შეუძლიათ პრობლემის მოგვარება“, – ციტირებს „გოლი“ (Goal) ვან დერ სარს, – „ინგლისურ პრემიერლიგაში არის რამდენიმე გოლკიპერი, რომლებსაც მომატება შეუძლიათ. მე „მანჩესტერში“ 34 წლის ასაკში გადავედი, ასე რომ ბევრი ვარიანტი არსებობს“.

შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ ივნინგ ნიუსის“ (Manchester Evening News) ინფორმაციით, ვან დერ სარი „იუნაიტედის“ სპორტული დირექტორი ხდება.