ვან დეიკს ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
ვირჯილ ვან დეიკს ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა. ამის შესახებ „ლივერპულის“ ოფიციალური გვერდი იუწყება.
.@VirgilvDijk has undergone successful surgery on the knee ligament injury he sustained earlier this month.
He’ll now focus on the beginning of his rehabilitation with the support of our medical department 💪
— Liverpool FC (@LFC) October 30, 2020
ცენტრალურმა მცველმა ოპერაცია ლონდონში ჩაიტარა. ექიმების დახმარებით ვან დეიკი რეაბილიტაციის კურსებს გაივლის.
ვირჯილმა ტრავმა ევერტონთან მატჩის დროს მიიღო (2:2). პირველ ნახევარში მას პიკფორდი შეეჯახა და მოედნის ნაადრევად დატოვება მოუწია.
წინასწარი ინფორმაციით, ვან დეიკს მთელი სეზონის გამოტოვება მოუწევს, მაგრამ ჯერჯერობით უცნობია მისი დაბრუნების ზუსტი თარიღი.
კლოპის გუნდს დაცვაში სერიოზული პრობლემები აქვს. შეგახსენებთ, რომ „ლივერპულს“ ჩემპიონთა ლიგაზე ფაბინიოც გამოაკლდა. მანამდე კი მატიპმა მიიღო დაზიანება.