ვან დეიკმა ვან გაალზე ისაუბრა - მისთვის ყველაფერს გავაკეთებთ #1TVSPORT
ვან დეიკმა ვან გაალზე ისაუბრა - მისთვის ყველაფერს გავაკეთებთ #1TVSPORT

ნიდერლანდების ნაკრების ცენტრალურმა მცველმა, ვირჯილ ვან დეიკმა გუნდის მთავარი მწვრთნელის, ლუი ვან გაალის შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ მისთვის ყველაფერს გააკეთებენ.

„ნიდერლანდებში ხალხი ძალიან კრიტიკულია ჩვენს მიმართ, რადგან შეგვიძლია უკეთესი ფეხბურთის თამაში, მაგრამ მეოთხედფინალში გავედით. ახლა ჩვენ გვჭირდება ძალების აღდგენა. ჩვენ გვაქვს ორი დამატებითი დღე, რაც 1/4-ფინალამდე ჩვენთვის სასარგებლო იქნება. ვან გაალთან ერთად ჩვენ დაუმარცხებლები ვართ, ამიტომ ნიდერლანდების ნაკრების წარმატებული თამაში ნამდვილად მისი დამსახურებაა. მან ბევრი რამ შესძინა ნიდერლანდურ ფეხბურთს. ძალიან გვიხარია, რომ ის ჩვენი მთავარი მწვრთნელია.

ეს ვან გაალის ბოლო პერიოდია ჩვენი გუნდის სათავეში, რის შემდეგაც პენსიაზე გავა, ამიტომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ მისთვის, როგორც ყველაფერს ვიღებთ ნებისმიერ მწვრთნელისთვის, ვინც ჩვენი მწვრთნელი იყო“, – ციტირებს ვან დეიკის სიტყვებს ბრიტანული გამოცემა Evening Standard.

მომდევნო შეხვედრაში ნიდერლანდების ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის 1/4 ფინალში არგენტინასთან ითამაშებს.