ვან დეიკმა მესისა და რონალდოს შორის საუკეთესო დაასახელა #1TVSPORT
ვან დეიკმა მესისა და რონალდოს შორის საუკეთესო დაასახელა #1TVSPORT

„ლივერპულის“ მცველმა ვირჯილ ვან დეიკმა ყველაზე რთული მოწინააღმდეგე აირჩია „პარი სენ-ჟერმენისა“ და „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფორვარდებს – ლიონელ მესისა და კრიშტიანო რონალდოს შორის.

ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა უპირატესობა არგენტინელს მიანიჭა.

„მესი ჯერაც საუკეთესო ფეხბურთელია მსოფლიოში. ბოლო ათწლეულში მას და რონალდოს არარეალური ციფრები ჰქონდათ. გასაოცარია, რასაც მათ მიაღწიეს. მაგრამ მე მესის ავირჩევ, რადგან 2019 წელს ჩვენ რთული ღამე გვქონდა ბარსელონაში“, – მოჰყავს ვან დეიკის სიტყვები Liverpool Echo-ს.