ვან დე ბეეკი შეიძლება „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ წავიდეს
ვან დე ბეეკი შეიძლება „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ წავიდეს

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველმა დონი ვან დე ბეეკმა, შესაძლოა, სულ მალე კლუბი შეიცვალოს.

ნიდერლანდელ ფეხბურთელზე პრეტენზიას აცხადებს „იუვენტუსი“, რომელიც შეეცდება ფეხბურთელის ზამთარში შეძენას. ტურინელები მზად არიან ნახევარმცველი ნახევარწლიანი იჯარით აიყვანონ, შემდეგ კი გამოისყიდონ მისი კონტრაქტი.

იტალიის ჩემპიონის რიგებში ესმით, რომ ფეხბურთელის ფასი მაღალი არ იქნება იმის გამო, რომ ნიდერლანდელი არ არის „იუნაიტედში“ ძირითადის სტაბილური მოთამაშე.

ვან დე ბეეკმა ინგლისის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში ექვსი მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა. ნახევარმცველი, ძირითადად, შეცვლაზე შედიოდა მოედანზე და ჯამში 80 წუთი მოუწია თამაში.