ვან დაიკმა დაადასტურა, რომ „ლივერპულთან“ ახალი კონტრაქტის შესახებ მოლაპარაკება დადებითად მიმდინარეობს #1TVSPORT
„ლივერპულის“ ნიდერლანდელმა მცველმა, ვირჯილ ვან დაიკმა დაადასტურა , რომ კლუბთან ახალი კონტრაქტის შესახებ მოლაპარაკება დადებითად მიმდინარეობს.
მოქმედი ხელშეკრულება მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მცველს ბრიტანულ კლუბთან 2025 წლის 30 ივნისს ეწურება. იყო საუბრები, რომ ის გუნდს დატოვებდა.
„ინტენსიური მოლაპარაკება მიმდინარეობს. პროცესი დადებითია, მიყვარს კლუბი, მიყვრს ლივერპული და ჩვენი გულშემატკივრები“, – განაცხადა ვან დაიკმა.
ნიდერლანდელის გარდა, ივნისში კონტრაქტი ეწურებათ მოჰამედ სალაჰსა და ტრენტ ალექსანდერ-არნოლდსაც. ეს უკანასკნელი, დიდი ალბათობით, თავისუფალი აგენტის სტატუსით მადრიდის „რეალს“ შეუერთდება. უცნობია, რა სიტუაციაა ეგვიპტელი თავდამსხმელის მომავალთან დაკავშირებით.