ვან დაიკი - ვულოცავ ლუის ენრიკესა და „პარი სენ-ჟერმენს“, ასეთ ძლიერ გუნდთან ამ სეზონში არ გვითამაშია #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენმა“ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „ლივერპული“ დაამარცხა და მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა.
მატჩის შემდეგ კომენტარი „ლივერპულის“ კაპიტანმა, ვირჯილ ვან დაიკმა გააკეთა. ნიდერლანდელი მცველის თქმით, ლუის ენრიკეს გუნდს დიდი მომავალი აქვს.
„ვულოცავ „პარი სენ-ჟერმენსა“ და პირადად ლუის ენრიკეს. მან ახალგაზრდებით ძალიან ძლიერი გუნდი ჩამოაყალიბა და მას ძალიან დიდ პატივს ვცემ, მათ დიდი მომავალი აქვთ. ასეთ ძლიერ გუნდთან ამ სეზონში არ გვითამაშია.
შეხვედრის მანძილზე ბევრი მომენტი გვქონდა. ვფიქრობ, პენალტების სერია ამ დაპირისპირების ლოგიკური დასასრული იყო. სამწუხაროა, რომ ჩემპიონთა ლიგას გამოვეთიშეთ, ფავორიტებად ვითვლებოდით, თუმცა ფეხბურთი ასეთია“, – განაცხადა ვან დაიკმა.
შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „ასტონ ვილასა“ და „ბრიუგეს“ წყვილში გამარჯვებულს შეხვდება.