ვან-ბისაკამ მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
ვან-ბისაკამ მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო

ვან-ბისაკამ მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო. „კრისტალ პალასის“ მცველისთვის პრემიერ ლიგის გუნდები – „ჩელსი“, „მანჩესტერ სიტი“ და „მანჩესტერ იუნაიტედი“ იბრძოდნენ.

თუმცა, აარონ ვან-ბისაკამ განაცხადა, რომ ყველა შემოთავაზებაზე უარს ამბობს და ამ ზაფხულს „კრისტალ პალასიდან“ გადასვლას არ აპირებს.

21 წლის მცველმა მიმდინარე სეზონში 37 მატჩი ჩაატარა და ის ინგლისის 21 წლამდელთა ნაკრებშიც გამოჩნდა.

„ამ ჭორებზე მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი თამაშები და შრომა სხვებს შეუმჩნეველი არ დარჩენიათ. ჯერ კიდევ სამი წელი დამრჩა და კონტრაქტის მიხედვით მე აქ ვარ, ასე რომ მხოლოდ „კრისტალ პალასზე“ ვარ კონცენტრირებული“, – განაცხადა ვან-ბისაკამ.